შპს „ლიგა +“-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა
- ვინ ვართ ჩვენ:
შპს „ლიგა +“, (შემდგომში ასევე მოხსენიებული, როგორც „ჩვენ“ ან „ჩვენი“) წარმოვადგენთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
ჩვენი საიდენტიფიკაციო ნომერია: 406172617
ჩვენი იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, გოლოვნის ქუჩა N19.
ჩვენი ფაქტობრივი მისამართია: ქ. თბილისი, დომენიკა ერისთავის ქუჩა N28.
ჩვენი ვებ-გვერდის მისამართია: https://beboslavashi.ge/
- ტერმინთა განმარტება
პერსონალური მონაცემები – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ან ირიბად ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს (მაგ., თანამშრომლის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.).
დამუშავება – პერსონალური მონაცემების მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ქმედება, როგორიცაა შეგროვება, შენახვა, გადაცემა, წაშლა და ა.შ.
მონაცემთა სუბიექტი – ფიზიკური პირი, რომლის პერსონალური მონაცემებიც მუშავდება (მაგ: კონტრაჰენტი, თანამშრომელი და სხვა).
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი – პირი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს. წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვართ ჩვენ – შპს „ლიგა +“.
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო
დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი (თანამშრომელი).
ინციდენტი – მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა, რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას, დაკარგვას, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებას, განადგურებას, შეცვლას, მათზე წვდომას, მათ შეგროვებას/მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას.
- ჩვენ ვაცხადებთ, რომ:
- პატივს ვცემთ და ვაღიარებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებას;
- ვკისრულობთ პასუხისმგებლობას, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას განუხრელად დავიცვათ მოქმედი კანონმდებლობა;
- ვაცნობიერებთ რა, პერსონალურ მონაცემთა ფასეულობასა და მნიშვნელობას, ვკისრულობთ ვალდებულებას, მკაცრად დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა;
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
- უზრუნველვყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას;
- კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენთან არსებულ თქვენ პერსონალურ მონაცემებსა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებით.
- ამ პოლიტიკის მიზანი:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც ინფორმირების საქმეში, ისე ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით, რადგან ის უზრუნველყოფს მონაცემების კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ხელმისაწვდომობის დაცვას. ამ პოლიტიკის მიზანია პერსონალური მონაცემების არასწორად გამოყენების, დაკარგვის ან არასანქცირებული წვდომის რისკის შემცირება. წინამდებარე დოკუმენტით გვსურს გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ/ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელი პრინციპებით ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას და რა ორგანიზაციული და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას. წინამდებარე დოკუმენტით ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი უფლებების და მათი დაცვის საშუალებების შესახებ. ასევე მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას, ვისთან ხდება მათი გაზიარება და როგორ ხდება ამ მონაცემების დამუშავება.
- ვისთვის მომზადდა ეს დოკუმენტი:
დოკუმენტი მომზადებულია:
- ჩვენი პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი მომხმარებლებისთვის;
- მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენლების ან საკონტაქტო პირებისთვის;
- ჩვენი თანამშრომლებისათვის, კონტრაქტორებისათვის, იმ პირებისათვის, რომელთა მონაცემებსაც ვამუშავებთ, მონაცემთა მიმღებისათვის, ასევე დამუშავებაზე უფლებამოსილი პირებისათვის;
- სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
- როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს (მონაცემების მიღების წყაროები):
ჩვენ ვიღებთ თქვენს მონაცემებს შემდეგი წყაროებიდან:
- მომსახურების/პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა (მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაცია, წერილობითი ან/და ელექტრონული მომართვა ან/და ჩვენთან ვიზიტი);
- განცხადების, საჩივრის ან/და სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა – უშუალოდ, ფოსტის ან ელ. ფოსტის საშუალებით;
- მესამე პირებთან გარიგების დადების საფუძველზე მათგან პერსონალური ინფორმაციის მოწოდება.
- შრომითი ხელშეკრულების დადების მიზნით, პირადი მონაცემების გადაცემა უშუალოდ დასაქმებულისაგან.
- თქვენთან დაკავშირებულ რა მონაცემებს ვამუშავებთ:
ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემები ძირითადად მუშავდება მომხმარებლისთვის პროდუქციის მოწოდების / მომსახურების გაწევის, მომხმარებლის განაცხადის განხილვის, სხვადასხვა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობის შესრულების, პირის დასაქმების (მასთან შრომითი ურთიერთობის დამყარების) მიზნით.
ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს მათი დამუშავების მიზნის პროპორციული მოცულობით:
სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი), ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, საბანკო ანგარიშის მონაცემები, ინფორმაცია თანამშრომლის შრომის ანაზღაურების შესახებ, მომსახურების ღირებულების შესახებ, ინფორმაცია ჩვენს მიერ გაწეული მომსახურებისა და მოწოდებული პროდუქტების შესახებ, ვიდეო ჩანაწერები, „მზა-ჩანაწერები“ (Cookies), ინფორმაცია სამუშაო დროს კომპანიის კუთვნილი ავტომანქანების ადგილმდებარეობის/ლოკაციის შესახებ. ასევე შეიძლება დავამუშავოთ მომხმარებლის ისეთი სახეობის პერსონალური მონაცემი, რომლის მოწოდება არ არის სავალდებულო და მომხმარებელი გვიმჟღავნებს საკუთარი სურვილით;
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, როგორიცაა ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
- დამუშავების პრინციპები:
ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება კანონით გავალისწინებული შემდეგი პრინციპების დაცვით:
- მონაცემები მუშვდება კანონიერად, სამართილიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭირვალედ და მისი ღირსების შეულახავად;
- მონაცემები გროვდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნისთვის. არ ხორციელდება მონაცემების შემდგომი დამუშვება თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
- მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
- მონაცემები არის ნამდვილი, ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში განახლებული. მონაცემთა დამუშავების მიზნის გათვალისიწინებით არაზუსტი მონაცემები სწორდება, იშლება ან ნადგურდება გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;
- მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
- მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებულია ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის უნებართვო ან უკანონო დამუშვებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
- დამუშავების საფუძვლები:
ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავება ხდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე საფუძვლით:
- გვაქვს თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა კონკრეტული მიზნით მონაცემთა დამუშავების თაობაზე;
- ვასრულებთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
- მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
- თქვენთან გარიგების/ხელშეკრულების დასადებად ან არსებული გარიგების/ხელშეკრულების შესასრულებლად;
- თქვენთვის მომსახურების გასაწევად / განცხადების განსახილველად;
- ჩვენი ან მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად;
- აუცილებლობის შემთხვევაში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი საფუძვლებით:
- გვაქვს თქვენი წერილობითი თანხმობა, მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
- პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და ის აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში;
- დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ან დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად;
- აუცილებლობის შემთხვევაში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ნახევრად ავტომატური საშუალებებით, რაშიც იგულისხმება, რომ ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ ავტომატური საშუალებების (მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით) და არაავტომატური საშუალებების (მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე) ერთობლივი გამოყენებით.
- მონაცემთა დამუშავების წესები
- პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს ჩვენს უსაფრთხო ქსელებში და მონაცემთა ბაზებში, რომლებიც დაცულია არასანქცირებული წვდომისგან.
- ყველა მონაცემი ინახება მხოლოდ საჭირო პერიოდით, რომლის შემდეგაც ისინი წაიშლება, განადგურდება ან შეინახება დეპერსონალიზებული ფორმით.
- თანამშრომელთა ან სხვა ფიზიკურ პირთა მონაცემების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კანონიერ საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით და ჩვენი ადმინისტრაციის თანხმობით.
- ვის ვუზიარებთ (გადავცემთ);
თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, კანონით განსაზღვრული ყველა პრინციპის დაცვით, თქვენი მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ:
- თქვენს წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენელს;
- სამართალდამცავ ორგანოებს, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით;
- დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, მომსახურების პროვაიდერებს;
- რეორგანიზაციის ან გადაცემის შემთხვევაში, სამართალმემკვიდრეებს ან უფლებამონაცვლეებს;
- აღსრულების ეროვნულ ბიუროს, კერძო აღმასრულებელს (მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში);
- პირს, რომლისთვის ინფორმაციის გადაცემას პირდაპირ ითვალისწინებს კანონმდებლობა;
- სხვა მესამე პირს თქვენი თანხმობით.
თქვენი მონაცემების სათანადოდ დაცვის მიზნით, მესამე მხარისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემამდე ჩვენ ვამოწმებთ მათ მიერ მიღებულია თუ არა მონაცემთა დასაცავად შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები.
- მონაცემთა სუბიექტის უფლებები;
თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, უფლება გაქვთ:
- მიიღოთ ინფორმაცია მუშავდება თუ არა თქვენს შესახებ მონაცემები ჩვენს მიერ, ასევე მიიღოთ ინფორმაცია დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, მიიღოთ ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ;
- გაეცნოთ თქვენს შესახებ ჩვენთან არსებულ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით.
- მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
- მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
- მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა;
- ნებისმიერ დროს გაითხოვოთ/უარი თქვათ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენს მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა. ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას და წავშლით უკვე დამუშავებულ მონაცემებს, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;
- ჩვენს მიერ თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და/ან სასამართლოს.
- მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა;
თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. უფლებების შეზღუდვის ზომას ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.
- როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს (მონაცემთა უსაფრთხოება);
ჩვენს მიერ მიღებულია მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანამდევი საფრთხეების შესაბამისი ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენთან არსებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვას დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.
ჩვენთან მკაცრად არის დაცული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც მონაცემების დამუშავება სჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. თითოეული წვდომის მოცულობა/უფლებამოსილების ფარგლები განსაზღვრულია აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე.
ჩვენთან არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის, მათი დამუშავების პროცესის წინამდებარე პოლიტიკასთან, კანონმდებლობასთან და კომპანიის შიდა პროცედურებთან შესაბამისობის კონტროლს ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
ჩვენ აღვრიცხავთ ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემების მიმართ შესრულებულ ყველა მოქმედებას (მათ შორის, ინფორმაციას ინციდენტების შესახებ, მონაცემთა შეგროვების, შეცვლის, მათზე წვდომის, მათი გამჟღავნების (გადაცემის), დაკავშირებისა და წაშლის თაობაზე).
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ის პირი, რომელიც ჩვენს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, დაიცვას პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობა, მათ შორის, შესაბამისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ; ელექტრონული ფორმით პერსონალურ მონაცემთა დამუშავის შემთხვევაში მხოლოდ იმ მოცულობის პერსონალურ მონაცემების დამუშავებაზე ჰქონდეს დაშვება, რომელსაც მას ჩვენ მივანიჭებთ; იყოს სათანადოდ ინფომირებული პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საკითხების შესახებ.
- ყველა თანამშრომლის ვალდებულება და პასუხისმგებლობა
- ჩვენი ყველა თანამშრომელი ვალდებულია, დაიცვას პერსონალური მონაცემთა კონფიდენციალურობა და წინამდებარე პოლიტიკა.
- ჩვენმა თანამშრომლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მონაცემთა დამუშავება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე პოლიტიკისა და დადგენილი შიდა რეგულაციების შესაბამისად.
- ჩვენს თანამშრომლებს ეკრძალებათ პერსონალური მონაცემების გამოყენება არაკანონიერი ან არასაჭირო მიზნებისთვის.
- წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის შემთხვევაში, ჩვენი ადმინისტრაცია უფლებამოსილია თანამშრომლის მიმართ გამოიყენოს შინაგანაწესით ან/და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული დისციპლინარული ზომები და მოითხოვოს მისგან გადაცდომით გამოწვეული ნებისმიერი სახის ზიანის/ზარალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად ანაზღაურება.
- რა ვადით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
ჩვენ თქვენს მონაცემებს ვინახავთ:
- საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად;
- მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ 3 წლის განმავლობაში;
- ვადით რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად და დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში;
- კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ან/და თუ არსებობს ჩვენი ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის აუცილებლობა, ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება ზემოთ მითითებული 3 წლიან ვადაზე უფრო ხანგძლივი, კონკრეტული მიზნების მიღწევისათვის საჭირო ვადით.
- ინციდენტები
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს ინციდენტი, დამდგარი შედეგი, მიღებული ზომები და ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა მის შესახებ წერილობით ან ელექტრონულად შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაკლებსავარაუდოა, რომ ინციდენტი მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
- დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
- თქვენი ვალდებულებები
მომსახურების გაწევის მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენ შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ.
- ჩვენი საკონტაქტო მონაცემები:
პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს – შპს „დატაპრო“, ელ. ფოსტაზე: info@datapro.ge ან ტელეფონის ნომერზე +995 595 018 956.
დამატებით, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე – 514 03 00 03, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე – georgianlavashi@gmail.com ან გვეწვიოთ მისამართზე: ქ. თბილისი, დომენიკა ერისთავის ქუჩა N28.
- ცვლილებები
ჩვენ, შესაძლოა, აღნიშნულ დოკუმენტში პერიოდულად შევიტანოთ ცვლილებები. განახლებული დოკუმენტი ცვლილების თარიღის მითითებით გამოქვეყნდება ჩვენს ვებ. გვერდზე.
თარიღი: 19.08.2025წ.
დამტკიცებულია შპს „ლიგა+“ დირექტორის მიერ 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანებით