საოჯახო ბიზნესიდან – ბაზრის ლიდერობამდე
დაახლოებით 12 წლის წინ ჩვენ გაგვიჩნდა სურვილი გვეწარმოებინა ლავაში. ლავაში, რომელიც იქნებოდა უმაღლესი ხარისის, სასარგებლო, დიეტური და არა გენმოდიფიცირებული. არ გამოვიყენებდით არანაირ ხელოვნურ კონსერვანტებს, ფერებსა თუ არომატებს. 4 წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ჩვენ შევქმენით ბრენდი „ბებოს ლავაში“.
2014 წლიდან ჩვენი ოჯახის ლავაში თბილისის მაღაზიებში გამოჩნდა, როგორც „ბებოს ლავაში“. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ერთი დროის პატარა საოჯახო ბიზნესი დღეს ქართული ბაზრის ლიდერად იქცა.
ჩვენი ლავაში თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება. რა თქმა უნდა, დარჩა რეგიონები, სადაც ჯერ არ შევსულვართ, მაგრამ უახლოესს მომავალში ამ რეგიონებშიც გვიხილავთ. ბებოს ლავაში – ეს არის ჩვენი ოჯახის ტრადიცია, რომელიც ვეცადეთ თქვენიც გამხდარიყო. მადლობა თქვენ თითოეულ ჩვენს მომხმარებელს!