ლავაშის ორ ფენას წავუსვათ გამდნარი კარაქი, შემდეგ მოვათავსოთ ერთმანეთში არეული წვრილად დაჭრილი ან გატარებული არახისი, ქიშმიში, მუსკატის კაკალი, ვანილი, ცედრა, შაქარი მხოლოდ 150გრ, ისევ ლავაშის ორი კარაქწასმული ფენა და სურვილისამებრ რამდენი ფენაც გვსურს, ბოლო ფენას ათქვეფილი კვერცხი გადავუსვათ და გამოვაცხოთ 180° ზე 20 წუთი, როდესაც გამოცხვება შევაგრილოთ, დავჭრათ რომბებად და მოვასხათ წინასწარ მომზადებული სიროფი: 150 გრ შაქარი, 200მლ. წყალი და ფორთოხლის ცედრა. ელენე მარშანი
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენს ვებსაიტზე საუკეთესო გამოცდილების მიღება. თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ჩავთვლით, რომ კმაყოფილი ხართ ამით.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა „თანხმობის გაუქმების“ ღილაკის გამოყენებით.
ბებოს ლავაშის შტრუდელი დარიჩინის არომატით.
ინგრედიენტები:
1ც შეკვრა ბებოს ლავაში;
კარაქი: 100 გრ;
შაქარი: 300გრ;
წყალი: 200მლ,
ფორთოხლის ცედრა გემოვნებით;
მუსკატის კაკალი გემოვნებით;
ვანილი;
არახისი (ან ნიგოზი,ნუში,თხილი): 300გრ;
ქიშმიში: 200გრ;
კვერცხი: 1ცალი;
მომზადება: